უცხოეთი
საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ბოლო წლებში რუსეთი ისწრაფვოდა, დაენახვებინა თავისი პროგრესულობა, ამიტომ ნაკლებსავარაუდოა, რომ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გეგმებში შედიოდა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწემ ჰენრი კისინჯერმა CNN-თან ინტერვიუში.
ყოფილი სახელმწიფო მდივანი ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინი იძულებული იყო, რეაგირება მოეხდინა უკრაინის მოვლენებზე, რომლებიც „მისი კონტროლიდან გამოვიდა“.
„მე არ მგონია, რომ იგი უკრაინის კრიზისამდე მიყვანას ცდილობდა. ვფიქრობ, მოვლენების თანდათანობით განვითარებას ელოდა და ახლა ეს გარკვეული პასუხია იმაზე, რაც მან განსაკუთრებულ სიტუაციად ჩათვალა. თუმცა, მიმაჩნია, რომ უპირველესად უნდა გადავჭრათ უკრაინის კრიზისი და მხოლოდ შემდგომ განვიხილოთ უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობები“, - აღნიშნა კისინჯერმა.