სამართალი
ეკა ბესელია: „მაქსიმალური კონტროლი გვინდა დავაწესოთ, რომ მოსმენები თვითნებურად არ განხორციელდეს, როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში“

beseloსაქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. მაქსიმალური კონტროლი გვინდა დავაწესოთ, რომ ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების განხორციელება თვითნებურად არ მოხდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას განაცხადა.

მოსმენები ან ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები - ეს არის თვალთვალი, მიყურადება, რომელიც, როგორც წესი, ნებადართული არ არის და არის საგამონაკლისო წესი. ანუ სახელმწიფოს აქვს ეს უფლება, როდესაც დანაშაულის შესახებ წინასწარ არის მისთვის ცნობილი, რომ შესაძლოა იყოს ჩადენილი ან მზადდება. ასეთ დროს ნებისმიერ ქვეყანას აქვს ასეთი ტიპის ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლება, მაგრამ არა თვითნებურად, არამედ სასამართლო კონტროლის ქვეშ. ამ ცვლილებით სწორედ ახალი სტანდარტები მზადდება, რომლითაც მაქსიმალური კონტროლი გვინდა დავაწესოთ, არ მოხდეს თვითნებურად განხორციელება ოპერატიული ღონისძიებებისა, როგორც ეს ხდებოდა ამ კანონით წინა წლებში“, – აღნიშნა ბესელიამ.

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი პირველი მოსმენით მიმდინარე კვირას განიხილავს.

ცვლილებების მიხედვით, კანონში გაიწერება, რა შემთხვევაში ექნება სახელმწიფოს უფლება, განახორციელოს მოსმენა, მიყურადება ან სხვა რაიმე ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები.