სამართალი
ჯონჯოლის კრეფისას კიდევ 7 ქართველი გაიტაცეს

jonjoliსაქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. გუშინ დილით საავტომობილო გზის შორიახლოს მდებარე ტყიდან ჯონჯოლის კრეფისას საჩხერის რაიონის სხვადასხვა სოფლის მკვიდრი კიდევ შვიდი ქართველი გაიტაცეს.

წინასწარი ინფორმაციით, ჯონჯოლის საკრეფად ტყეში ჯგუფურად წასული ადგილობრივი მოსახლეები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

ეს გატაცება უკვე მეხუთეა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ცხინვალის იზოლატორში ამ დროისთვის ჯონჯოლის კრეფის დროს დაკავებული 20-ზე მეტი ქართველი იმყოფება. მათი უმრავლესობა საჩხერის, ნაწილი კი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საჩხერეში ჯონჯოლის მკრეფავთა დაკავების სერიის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

"ბევრი ოჯახისთვის, რომელიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ცხოვრობს, ჯონჯოლის კრეფა შემოსავლის მთავარი წყაროა. მხედველობაში იღებს რა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების

პირობებისთვის, მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, გაგებით მოეკიდონ მკრეფავებს, რომლებიც შესაძლოა, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გაღმა აღმოჩნდნენ", - ნათქვამია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებაში.