საზოგადოება
„მემარჯვენეები“ რეგიონების მოსახლეობისთვის საპენსიო თანხის 10 ლარით გაზრდას მოითხოვენ

pensionerebiდღეს გამართულ ბრიფინგზე „მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ საპარლამენტო უმრავლესობას, მთავრობასა და ოპოზიციას მოუწოდა, „დაიწყოს საუბარი საპენსიო რეფორმაზე, რომელიც თბილისისა და რეგიონების მოსახლეობებისთვის განსაზღვრული საპენსიო თანხის გათანაბრებას გულისხმობს“. „რეგიონებში ვიზიტისას დავაფიქსირეთ, რომ ათი ათასობით ოჯახი პენსიით ირჩენს თავს. მოვითხოვთ, ხელისუფლებამ რეგიონების მოსახლეობისთვის საპენსიო თანხის 10 ლარით გაზრდა უზრუნველყოს. ამის უზრუნველსაყოფად საუბარია წელიწადში ბიუჯეტში 65-70 მილიონი ლარის გათვალისწინებაზე, რაც პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ყოველწლიურად აღნიშნული თანხა სხვადასხვა მშენებლობებს ხმარდება“, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ასაკობრივი პენსია 80 ლარს შეადგენს, ხოლო რეგიონებში - 70 ლარს.