რელიგია
საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.
წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე აღესრულა. მისი ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 12 მაისსა და 13 დეკემბერს აღნიშნავს.