უცხოეთი
აშშ-მა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები თავისი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხად გამოაცხადა

zarub-3საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. 25 მაისს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სიბრტყეში ძევს. ადმინისტრაციის ეს პოზიცია ვაშინგტონში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდმა წარმოადგინა.

„აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებშია, რომ 25 მაისს უკრაინაში გაიმართოს 45 მილიონი უკრაინელის ნების ამსახველი საპრეზიდენტო არჩევნები“, - აღნიშნა ნულანდმა, რომლის თქმითაც, აშშ მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი უმრავლესობის - დიდი შვიდიანის, ნატოს, ეუთოს, გაეროს გენერალური ასამბლეისა და ევროპის საბჭოს ერთიან პოზიციას უკრაინის დემოკრატიული არჩევანის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.