უცხოეთი
პრეზიდენტმა პუტინმა 5 მაისს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ხელოვნების ნაწარმოებებში და საჯარო გამოსვლებში უხამს გამოთქმებს კრძალავს

zarub-1საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. 2014 წლის 1 ივნისიდან რუსეთში აიკრძალება გაქირავების მოწმობების გაცემა ფილმებზე, სადაც უცენზურო ფრაზები ჟღერს და უხამსი გამონათქვამების გამოყენებით რაიმე  გამოსვლებისა და თეატრალური წარმოდგენების ორგანიზება.

აუდიოვიზუალური და ბეჭდური პროდუქცია უცენზურო გამონათქვამებით მხოლოდ სპეციალურ შეფუთვაში გაიყიდება. გინების გამოყენება მედიაში მთლიანად იკრძალება.

სადავო სიტუაციებში სიტყვებისა და გამოთქმების შესაბამისობას ლიტერატურულ რუსულ ენასთან „დამოუკიდებელი ექსპერტიზა“ განსაზღვრავს.

აღნიშნული კანონის ერთჯერადაც დარღვევისათვის გათვალისწინებულია 2 000-დან 50 000-მდე რუბლის ოდენობის ჯარიმა, ხოლო ქმედების განმეორებს ისჯება დისკვალიფიკაციით და საქმიანობის შეწყვეტით.