სამართალი
ირაკლი ალასანია: „ომი დაიწყო რუსეთმა“

IrakliAlasaniaსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს კვლევა დასრულებული აქვს. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.

„ვინ დაიწყო ომი, ეს თემა დახურულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, როდესაც წაახალისა ჩვენი სოფლების დაბომბვა სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებების მიერ. აქედან გამომდინარე, ეს კითხვა არ დგას. ომი რუსეთის ფედერაციამ დაიწყო და დღესაც გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. რაც შეეხება კვლევას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ არის გამოძიება, ეს არის კვლევა. ეს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო–ოპერატიულ და სამხედრო–ტაქტიკურ საკითხებს ეხება, თუ როგორ აწარმოა საქართველომ თავდაცვითი ომი, რა შეცდომები დაუშვა. ფაქტია, რომ უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული. ეს ერთი მიზნისთვის კეთდება – ჩვენი თავდაცვითი დოქტრინა და მომავალი ჯარისკაცების სახელმძღვანელო იყოს სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობილი, რათა მომავალ ბრძოლებში ჩვენ იგივე შეცდომები არ დავუშვათ. რაც შეეხება კონკრეტული სამხედრო თუ სამხედრო–პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხს, ეს ამ კვლევის საგანი არ არის. ეს კვლევა დასრულებულია“, – განაცხადა ალასანიამ.