სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა

samart-2საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს უფროსი გურამ სალაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ სალაძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქე რეზო - ნათესავისთვის საქართველოში მუშაობის ამსახველი სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობის მიცემას დაჰპირდა, რომელიც მას რუსეთის ფედერაციაში პენსიის დასანიშნად სჭირდებოდა. აღნიშნული ცნობის სანაცვლოდ კი, ქრთამის სახით, გურამ - მოითხოვა და გამოართვა 300 ლარი. სამართალდამცველებმა იგი თანხის აღების დროს დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ემუხლის 1 ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).