საზოგადოება
სააკაშვილი დასავლეთს ორმაგი სტანდარტების გამო აკრიტიკებს: „დასავლეთი დემოკრატიას ამა თუ იმ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლისათვის იყენებს. ლაპარაკია დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე!“

obS-1-2საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. საზოგადოებრივი გაერთიანების „ადამიანის უფლებებისათვის“ საინფორმაციო-ანალიტიკურმა და სამონიტორინგო პორტალმა haqqin.az (აზერბაიჯანი) გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან, რომელშიც ევროპაზე განაწყენებული საქართველოს ექსპრეზიდენტი მოულოდნელ განცხადებას აკეთებს:

„... ლაპარაკია დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე. როცა საქმე ეხება საუდის არაბეთს, დასავლეთ რატომღაც არ იხსენებს დემოკრატია და ადამიანის უფლებებ. მათთვის ეს უმნიშვნელოა საუდის არაბეთში თუ ყატარში. მაგრამ როგორც კი საქმე აზერბაიჯანს შეეხება, დასავლეთს მაშინვე ახსენდება დემოკრატია და ადამიანის უფლებები.

პირველად ახალი ისტორიის განმავლობაში აზერბაიჯანის საერთაშორისო მნიშვნელობა საუდის არაბეთის დონემდე გაიზარდა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა დემოკრატია არ უნდა განავითაროს. უბრალოდ, არის ისეთი დრო, როცა დასავლეთი დემოკრატიას ამა თუ იმ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლისათვის იყენებს. პირადად მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მერწმუნეთ, ისინი არც კი ცდილობდნენ აზერბაიჯანის სიტუაციის დეტალებში და თავისებურებებში ჩაწვდომას“, - პასუხობს კორესპონდენტის ერთ-ერთ შეკითხვას მიხეილი, რომელიც მართლმსაჯულებას აშშ-ში ემალება.