საზოგადოება
სააკაშვილი დასავლეთს გამყიდველობის გამო აკრიტიკებს: „დასავლეთი გარკვეულ ზღვრამდე გამყიდველი და შემწყნარებელია, მაგრამ როცა მის სასიცოცხლო ინტერესებს ეხებიან, სრულიად კონსოლიდირებული და ხისტი პოზიციით გამოდის!“

obS-1-2საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. საზოგადოებრივი გაერთიანების „ადამიანის უფლებებისათვის“ საინფორმაციო-ანალიტიკურმა და სამონიტორინგო პორტალმა haqqin.az (აზერბაიჯანი) გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან, რომელშიც ევროპაზე განაწყენებული საქართველოს ექსპრეზიდენტი მოულოდნელ განცხადებას აკეთებს:

„პუტინს მთავარი დაავიწყდა - დასავლეთი გარკვეულ ზღვრამდე გამყიდველი და შემწყნარებელია, თუმცა იმ მომენტში, როცა მის სასიცოცხლო ინტერესებს ეხებიან, სრულიად კონსოლიდირებული და ხისტი პოზიციით გამოდის.

პუტინმა ააფეთქა მსოფლიო წესრიგი, როცა საქვეყნოდ განაცხადა, რომ უკრაინელები აღარაფერს ნიშნავენ. ხოლო ევროპული საზღვრების ხელშეუხებლობაზე ევროპელი ბიურგერის კეთილდღეობაა დამოკიდებული. არ შეიძლება ევროპელი ბიურგერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების ხელყოფა, თორემ ის სხვაგვარად მოიქცევა. ევროპელი ბიურგერი საკუთარ ინტერესებს აგდებულად არ მოეკიდება“, - პასუხობს კორესპონდენტის ერთ-ერთ შეკითხვას მიხეილი, რომელიც მართლმსაჯულებას აშშ-ში ემალება.