საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე, მეუფე იობი საქართველოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას ეხმიანება. მეუფე იობის მიერ ექსკლუზიურად მოწოდებულ განცხადებას „Frontnews“ უცვლელად გთავაზობთ:
„დამონებული თავისუფლება
დიდ და მცირე სჯულისკანონში ცოდვის ჩამდენთა მიმართ არსებობს ეპიტიმია, ანუ საეკლესიო სასჯელი, რომელიც სჯის მცოდველებს განსაზღვრული დღეებით, წლებით.
ანტიდისკრიმინაციული კანონი წინააღმდეგობაში მოდის სჯულის კანონთან. სადაც ნებისმიერი ცოდვა ეპიტიმიით, ანუ საეკლესიო სასჯელით ისჯება. სჯულის კანონში წერია: ,,მამათმავლობას, პირუტყვქმნილობის მსგავსად, თხუთმეტი წელი განესაზღვრება, ისევე როგორც მრუშობის გამო დასჯილებს.”მამათმავლობის ცოდვის ჩამდენებისადმი ასევე წერია: თუკი მღვდლები (ხუცესები), ან დიაკონები, ან კიდევ ეპისკოპოსები დაეცემიან, თუნდაც რომ ერთგზის იმხილონ განსრულებულ ცოდვაში და დაცემაში, მეტად ნუღარ აღასრულებენ მღვდელთმოქმედებას. მსგავსადვე, რომლებიც მღვდლობამდე იქნებიან მხილებულნი იმაში, რასაც ეწოდება: სიძვა, მრუშობა, მამათმავლობა, უასაკოთგამხრწნელობა, სისხლაღრევა ან მკვლელობა, ნურასოდეს მიეახლებიან მღვდლობას. (ეკრძალებათ გახდნენ სასულიერო პირები), არამედ ყოვლითურთ განიკუთვნონ მათზე დადებული ეპიტიმია (15 წ. უზიარებლობა). ხოლო იმ შემცოდეებს, რომლებსაც მღვდლობა უკვე მიღებული აქვთ, ზიარება მიეცეთ რაჟამს ინებებენ, განუკიცხველად. ამასთან დაიკავონ მათ წიგნისმკითხველის ხარისხი და ურცხვენლად იმოქმედონ ყოველივე ის, რისი მოქმედებაც ძალუძს წიგნისმკითხველს, კერძოდ ,,წარდგომა” თქვან, სკითხავი იკთხონ და რასაც სხვა წიგნისმკითხველები მოქმედებენ, მათაც იმოქმედონ, ხოლომღვდლობისგან უნდა განეყენონ.”
მაშინ, როცა სასულიერო პირს (გარდა კათალიკოს-პატრიარქისა) არანაირი სტატუსი არ გააჩნია კონსტიტუციით, კანონმდებლობით. გამოდის, რომ სჯულის კანონის აღმსრულებელი პატრიარქი ან ეპისკოპოსი არღვევს საერო კანონმდებლობას. თუ ცოდვის ჩამდენი სასულიერო პირი იჩივლებს სასამართლოში, ამ კანონით იგი (ეპისკოპოსი) შესაძლებელია სცნონ დამნაშავდ და გაასამართლონ. პარლამენტის მიერ ესოდენ ერთსულოვნებით მიღებული (104 ხმიდან არცერთი წინააღმდეგი! ნეტავი ეროვნული ღირსების დაცვის კანონების მიღებაში იყვნენ ასეთი ერთსულოვანნი) ,,ანტიდისკრიმინაციული კანონი” ეწინააღმდეგება სულიწმინდით განმღრთობილ წმ. მამათა მიერ შედგენილი სჯულის კანონის აღსრულებას. პარლამენტიდან გვესმის, რომ ეს კანონი არანაირად არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას, რომელიც სჯულისკანონის გარეშე არ არსებობს. (ეს იგივეა, რომ მყარ შენობას საძირკველი გამოვაცალოთ) მართლმადიდებლობა, რომ დღემდე შევინარჩუნეთ, ეს სჯულისკანონის აღსრულებითაა განპირობებული! ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი კი ეწინააღმდეგება სჯულისკანონს, იგი პირდაპირ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული!!! გამოდის, რომ სჯულისკანონის აღმსრულებელნი საეროკანონებით უნდა დაისაჯონ?! სად არის ლოგიკა და ქრისტიანული მორალის დაცვა? ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანები და ქალაქები: სოდომი და გომორი ღმერთმა ცეცხლში გაახვია და დღეს მათ ადგილზე მკვდარი ზღვაა, სადაც არანაირი ცოცხალი არსება არ ბინადრობს. ამ ცოდვის ჩამდენ პირთა ,,დაცვით”, ,,ანტიდისკრიმინაციული კანონით” ჩვენ საღმრთო რისხვას დავიმსახურებთ! ესაა ღმრთის კანონის წინააღმდეგ წასვლა, რაც, ადრე თუ გვიან, თავის სულიერ ნაყოფს გამოიღებს. მითუმეტეს, თუ ამ ცოდვის ჩამდენი გახდება საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ან სულაც ეკლესიის მმართველი (მსგავსი მაგალითებია ამერიკაშიც და ევროპაშიც, დიდი და მცირე ქალაქების მერები მამათმავლები არიან და ამას არც მალავენ).
ღმერთმა გვაშოროს!!! ღმერთმა დაგვიფაროს!!!
ყველა წინასწარმეტყველი თუ მოციქული, ყველა ჭეშმარიტი მოძღვარი ერს მოუწოდებდა ნებისმიერი ცოდვის მიტოვებას და ჭეშმარიტ სინანულს. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს: ძველი აღთქმიდან ნინეველთა სინანული (ღმრთის რისხვის შიშით მათ იმარხულეს და ამარხულეს ცხოველებიც კი!). ჩვენი დიდი მეფის დავით აღმაშენებლის ,,გალობანი სინანულისანი”, წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის ლოცვები, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირაში იკითხება, წარმოაჩენენ ცოდვის ჩამდენთა დასჯას, გვაწვდიან ცოდვათა განცდისა და სინანულის მაგალითებს.
ამის შემდეგ ვის აქვს იმის უფლება, რომ ცოდვა დააკანონოს და ცოდვის ჩამდენნი ,,დაიცვას” საერო განსაკუთრებული კანონით?! სჯულისკანონი ამ ცოდვის ჩამდენთა გამოსწორების საშუალებას იძლევა და კრძალავს მათ (მამათმავალთა) სასულიერო პირებად კურთხევას. საერო კანონი კი, ღმრთივგანბრძნობილი მამების დადგენილებას დისკრიმინაციად თვლის და სჯულისკანონის წინააღმდეგ არის პირდაპირ მიმართული! ბოროტის მოქმედებას, როგორც არ უნდა იყოს იგი შენიღბული, სუფთა და წმინდა გული მაინც მიხვდება. ვევედროთ უფალს გული წმინდა დაბადოს ჩვენში, რომ ყოველგვარი ბოროტი ჩანაფიქრი და მზაკვრობა განცხადებულ იყოს! მიდისსამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, ღმრთისმიმდევრებსა და ეშმაკის მიმდევრებს შორის. ,,ანტიდისკრიმინაციულმაკანონმა” წარმოაჩინა ,,ვინ ვინ არის”, საჭიროა გულისხმიერება და ყველაფერინათლად გამოჩნდება, ,,არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს” (მთ.10, 26).
იმის გამო, რომ ხელისუფლებას, ჩვენს მთავრობას, პარლამენტარებს არ ესმითსაღმრთო კანონები, შეგნებულად თუ შეუგნებლად სრულ იგნორირებასუკეთებენ მათ. ნუ დავუშვებთ მათთან ერთად ჩვენს წარწყმედას, უნდა გვეშინოდეს ღვთის რისხვისა და საშინელი სასჯელისა!!! თუ ვერ გვასწავლა ჩვენ უფლის საშინელმა ხელმა და რისხვამ რაც მოხდა ადამ და ევადან, წარღვნის, სოდომ-გომორის სასჯელმა, მრავალგზის ჩვენი უსჯულოებისა და ცოდვების გამო მიგვატოვა უფალმა, მოგვივლინა საშინელი რბევა და აწიოკება, მიწისძვრები, მტერთა შემოსევები, სიწმინდეების შებილწვა, ეკლესია-მონასტრების ძარცვა და დაქცევა. თუ ეს ყველაფერი ვერ შეიცნო ადამიანმა და ვერც მიხვდა, რომ ამის გამო გადმოვიდა ჩვენზე ღმრთის რისხვა, მაშინ რაღა გვაქვს მათთან (მთავრობასთან) საერთო?! ჩვენ, სასულიეროპირები, საჯაროდ თუ ცალკე, უნდა შევაგონებდეთ მათ ჭეშმარიტებას. ნუდავუშვებთ, რომ მივყვეთ მათ სიბოროტეში. უკეთესია ვილოცოთ, რათაშევიძინოთ ისინი და გამოვიხსნათ ბოროტის მახისგან.
,,ამ უსჯულოებამ (სოდომ-გომორის ცოდვამ) უმრავლესი ქვეყნების დამპყრობლები ასურასტანელთა სამეფო, სპარსთა და მიდთა ტყვედ აქცია და სრულიად აღმოფხვრა სახსენებელი. დღეს ვერ იპოვით მათ შორის ვერც მეფეს და ვერც მთავარს, რომელსაც დაუმონებელი თავისუფლება ჰქონდეს, მთელი დედამიწაც რომ მოიაროთ. ამ სიბილწემ სპარსელთა მაღალი და რომის სამეფო მარად მოწინააღმდეგე სამფლობელო, მხეცის ბუნების მქონე ავაზაკი კაცების თავდასხმებით მიწამდე დაამდაბლა და აქამდე მათი ძალადობის მორჩილად დატოვა”.
,,თუ დავრჩით იმავე უკეთურებაზე, ვაი ჩემდა, თუ დავდუმდი და აღარ ვთქვი ეს ძნელი სათქმელი, ყველასთვის, რომ ცხადია. ჩვენც რომ უნდა მოვერიდოთ მას.ამისთვის ვამცნებთ ყველას: - დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესადა მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა დაერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას,დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს - განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელსიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით: ყველამართმადიდებელ ქრისტიანს, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამძეგლის წაკითხვის შემდეგ არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს დასაქმით არ მოიმოქმედებს ამას... უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროშისაშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა...” ხორცის სიყვარული ღმრთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს (საკუთარ სხეულს) მას ღმერთი გახრწნის!!!
ამიტომ ვადგენთ, რომ ეს ღმრთის შემაწუხებელი და შეურაცხმყოფელი ცოდვასრულიად მოისპოს ყველა ენისა და ჩვენი მოდგმისგან და ვინც ამიერიდან შეაგინოს თავისი სული, გონება და პირი ზემოთქმული უსახური გინებით, ისიც განკანონებულ იქნას.” (ამონარიდი რუის-ურბნისის კრების დადგენილებიდან)
არა მგონია, ჩვენს დიდ წინაპრებზე მეტი სიყვარული და მეტი ჰუმანურობა გააჩნდეს ჩვენს მთავრობას და პარლამენტარებს. ეს არის სხვისი კარნახით დაწერილი კანონი, იმათთვის, ვინც მას ხმა მისცა, არ იცის მნიშვნელობა ცოდვის მიზეზით ღვთისაგან მოვლენილი სასჯელისა. ჩვენ ვართ ცოცხალი ერი, რაც გულისმობს: გვაქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება - მართლამდიდებლობა. ქვეყანა ან ერი, რომელსაც არ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ის მკვდარია და ცხოვრებისეულ დინებას მიჰყვება. (არსებობს ორნაირი სიკვდილი, სულიერი და სხეულებრივი (ბუნებრივი). წმინდა მამათა სწავლებით ადამიანი, რომელიც არ არის ეკლესიური, აღსარებას არ ამბობს, არ ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს, როგორც უფალი ბრძანებს ,,რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს“ (მათე,12, 30).
და ისმის კითხვა ვინაა უფალთან? ისევ უფალი გვპასუხობს „რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგორომილ არს, და მე მის თანა“ (ინ. 6,56). აქედან გამომდინარე ვინც დაშორდა უფალს და ეკლესიურად არ ცხოვრობს იგი სულიერად მკვდარია და ასეთი სულიერი მკვდრები არიან ცალკეული ადამიანები და ასეთ ადამიანთა მიერ შემდგარი ერები და ქვეყნები. უფალი ბრძანებს: ,,აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა“ (ლკ. 9,59-60), წმინდა მამათა სწავლებით სულიერი სიკვდილი ბუნებრივ-სხეულებივ სიკვდილზე უარესია. სწორედ ასეთ სულიერ სიკვდილთან გვაქვს საქმე, როცა განსჯის უნარი დაკარგულია და ვეღარ ვარჩევთ თეთრს შავისგან, სიკეთეს ბოროტებისგან, რასაც სამწუხაროდ ხშირად ვაწყდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა თუ შეფასებებში) მათ მიერ მოწოდებული კანონი არ მიესადაგება ცოცხალი ერის ტრადიციებს და ცხოვრების წესს. ნათქვამია: ,,ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებს.” ყოველი ასეთი კანონი ერის გახლეჩას და დანაწევრებას გამოიწვევს არამარტო საზოგადოებაში, არამედ თვით ეკლესიაშიც. ცოდვების მიზეზშედეგობრივ განხილვას თუ დავიწყებთ, დავრწმუნდებით, რომ ერში ცოდვების გამრავლებით განსაცდელიც მოგვემატება, ის, რომ ჩვენი ქვეყანა ორიენტირებულია ევროკავშირზე, ეს სულაც არ ნიშნავს ცოდვების დაკანონებით კეთილდღეობა მოვიპოვოთ, პირიქით, ღმრთის შეწევნით სულიერებისა და ზნეობის ამაღლებით, ქვეყნის დაკარგულ ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ და მშვიდობასაც მოვიპოვებთ.
ნუ დავარღვევთ სჯულის კანონს! რუის-ურბნისის საეკლესიო კრებისგადაწყვეტილებები დღესაც აქტუალურია. სწორედ რუის-ურბნისის კრების დადგენილებამ დაუდო საფუძველი საქართველოს სულიერ და მატერიალურ აღმშენებლობას. ,,ძლევაი საკვირველს” - უთანასწორო ომში ზეციურ შეწევნას, ხილული თვალით იხილვებოდა ბრძოლის ველზე თვით წმინდა დიდმოწამე გიორგი - მფარველი ჩვენი ერისა. თუ ეს ყველაფერი ზღაპრად გეჩვენებათ, მაშინ ჩვენ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. გვაქვს არა დაუმონებელი თავისუფლება, არამედ დამონებული,რაც სახეზეა. რასაც გვკარნახობენ იმას ვღებულობთ ბრმად და განუსჯელად,ერთან და ბერთან შეუთანხმებლად. სწორედ ესაა დამონებული თავისუფლება - დამონებული ფსიქოლოგია. ასეთი მდგომარეობით ჩვენ წინ ვერ წავალთ, თუ ვინმეს მატერიალური კეთილდღეობა წინსვლად მიაჩნია, იცოდეს, რომ იგი მოჩვენებითი და დროებითია. უფალმა უწყის ქართველი კაცის ბუნება და ხასიათი, გვიფრთხილდება სულიერად არ დავიღუპოთ, არ მივეჯაჭვოთ მიწიერს და წარმავალს. ამიტომ ჩვენი ქვეყანა არასოდეს არ ყოფილა დალხენილი და განებივრებული ცხოვრებით. ყოველთვის ბრძოლა და გაჭირვება მუდამ თან გვდევდა, სწორედ ეს არის ღმრთის დიდი მოწყალება ქართველი ერისადმი. უფალი სულიერი ძილისა და ნებივრობისათვის არ გვიმეტებდა და მოგვიწოდებდა: ,,სდექით მტკიცედ და შეურყეველად!” მართლამადიდებლურ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.
გამოვფხიზლდეთ! ვიმოქმედოთ! გავძლიერდეთ!
უფალი იყოს ჩვენი შემწე!