საზოგადოება
"მწერალი არის ის, ვინც თავის ერს ანთებული სანთელივით ჩაუდგება სულში"

mixeil-javaxishviliმიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საქალაქო კონკურსი სკოლა ,,ოლიმპში" გაიმართება. კონკურსი, სავარაუდოდ, დეკემბრის პირველ კვირას "ოლიმპისა" და მწერლის სახლ-მუზეუმის ინიციატივითა და ორგანიზატორობით გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღება დედაქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოწავლეებს შეუძლიათ. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება, დევიზით: "მწერალი არის ის, ვინც თავის ერს ანთებული სანთელივით ჩაუდგება სულში". კონკურსის პირველი ეტაპია ანალიტიკური წერა. წერისთვის დავალებები შეირჩევა მიხეილ ჯავახიშვილის მხატვრული და პუბლიცისტური ტექსტებიდან, ასევე, მისივე უბის წიგნაკის ჩანაწერებიდან.
მეორე ეტაპი მოხსენებას ან პროექტს მოიცავს, რომელშიც, სასურველია, აისახოს მიხეილ ჯავახიშვილის არამხოლოდ მხატვრული, არამედ პუბლიცისტური მემკვიდრეობა.
მესამე, სასცენო ფორმატი, ლიტერატურული კომპოზიციის ან სპექტაკლის წარმოდგენას გულისხმობს. კონკურსში მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილისა და მწერლის ქალიშვილის - რუსუდან ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით, კომპეტენტური ჟიური შეაფასებს.