უცხოეთი
ხოდორკოვსკი: სანქციები, რომლებითაც აშშ იმუქრება, ევროპას უფრო დააზარალებს, ვიდრე რუსეთს

1Xodorსაქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. ეკონომიკური სანქციები, რომელთა შემოღებაც აშშ-ს სურს, უახლოეს ხანებში რუსეთზე სერიოზულად არ აისახება. ეს აზრი იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ყოფილმა მეწარმე მიხაილ ხოდორკოვსკიმ გამოთქვა.

მისი შეფასებით, ზომები, რომელთა მიღებითც აშშ იმუქრება, ევროპისთვის უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე რფ-სთვის.

„ეკონომიკური სანქციები, საკმაოდ მკაცრიც კი, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეფექტს არ გამოიღებს. რუსეთს ყველა რესურსი აქვს, რათა თვითკმარი დარჩეს 3-5 წელი მაინც“, - აღნიშნა ხოდორკოვსკიმ და გაიხსენა ის მნიშვნელოვანი ოქროს სავალუტო მარაგები, რომლებიც რფ-ის განკარგულებაშია.