საზოგადოება
თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა

1-vaxshami-saz-3საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. რესტორან „ფუნიკულიორში“ საქართველოს პრეზიდენტის სახელით თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

ქართული მხარე დიდად აფასებს თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, არაღიარების პოლიტიკის და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვახშმის დაწყებამდე.

დღეს უკვე ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიულ, მრავალმხრივ და ფართოსპექტრიან თანამშრომლობად ჩამოყალიბდა. მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა არა მხოლოდ მმართველებს, არამედ ბიზნესმენებსა და ჩვენს ხალხებს შორისაც. ამგვარი აქტიური ურთიერთობის მქონე ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან კიდევ ერთი რამ აკავშირებთ, ესაა საერთო ხედვა შავ ზღვასა და კავკასიის აუზში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში“, - აღნიშნა, თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა.

ოფიციალურ ვახშამს საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და თურქეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

1-vaxshami-saz-3-1