საზოგადოება
თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა

1-patriarqi-saz-2საქართველო, 7 მაისი, საქნფორმი. რუსთაველის თეატრში თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა.

კონცერტს  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაესწრნენ.  რუსთაველის თეატრში  ასევე იმყოფებოდნენ თურქეთის დელეგაციის წევრები, საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები.

ღონისძიება ანსამბლმა „შვიდკაცამ“ გახსნა, რის შემდეგაც სცენა სუხიშვილების ნაციონალურმა-ბალეტმა დაიკავა.

საკონცერტო პროგრამა ერთ საათს გაგრძელდა. რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად რესტორან „ფუნიკულიორში“ ოფიციალური ვახშამი გამართა.

1-patriarqi-saz-2-1