უცხოეთი
საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის ფილატოვი გამოვიდა ახალი განცხადებით, სადაც ვ. ვ. პუტინის ფიზიკური ლიკვიდაციის ან მისი პრეზიდენტის პოსტიდან ჩამოგდებისთვის 100 მილიონი დოლარი დააწესა.
უწინ გავრცელებული ცნობით, დნეპროპეტროვსკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის მესვეურობით. ფულად ანაზღაურებას აწესებდნენ ქმედებებისთვის, რომლებიც ბოლოს მოუღებდა ძმათამკვლელ ომს. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ორ მონათესავე ქვეყანას - რუსეთსა და უკრაინას შორის უპრეცედენტო აგრესიის გაღვივება, აგრეთვე, ათობით, ასობით და შესაძლოა ათასობით ჯარისკაცისა და ოფიცრის მკვლელობა, რომლებიც სასიკვდილოდ გააგზავნეს, მხოლოდ ერთი ადამიანის - პუტინის ახირებით ხდება, რომელიც სრულებით არაადეკვატურად მოქმედებს და აუნაზღაურებელ ზარალს აყენებს თავის საკუთარ ქვეყანას“, - წერს კოლომოისკის მოადგილე.