უცხოეთი
მაკადამსი წერს: „Los Angeles Times-მა სიტუაცია ისე წარმოადგინა, თითქოს ხანძარი შენობაში თავისით გაჩნდა, როცა ის სეპარატისტებმა დაიკავეს და ფეხბურთის ფანატებს სნაიპერული ცეცხლი გაუხსნეს“.
Daily News-ის ჟურნალისტებმა თვალის დახუჭვა და რადიკალების არშემჩნევა ამჯობინეს, რომლებიც შენობის ფანჯრებს აალებადი სითხით სავსე ბოთლებს ესროდნენ. მათი ვერსიით, ხანძარი დაუდგენელი მიზეზებით გაჩნდა, რის შედეგადაც ხალხი დაიღუპა.
რატომ დუმს ამერიკული პრესა იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, იგნორირებას უკეთებს გადარჩენილ თვითმხილველთა ჩვენებებს, კადრებიდან ამოაგდებს ანალიზს, სადაც ჩანს, თუ როგორ ესვრიან უკვე ცეცხლწაკიდებულ შენობას საბრძოლო იარაღებიდან?
დასკვნა, მაკადამსის აზრით, ნათელია. კალმის და, შეთავსებით, სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაკებს არ სურთ, რომ ამერიკის საზოგადოებამ დაშვების სტადიაზეც კი იფიქროს, რომ არსებობს რაიმე სხვა თვალსაზრისი. ამის გამო, - ასკვნის პოლიტოლოგი, - ისინი ყველაზე სასტიკ და საზარელ მკვლელობაზე თვალის დახუჭვასაც კი არ ერიდებიან.