უცხოეთი
ამერიკის სპეცსამსახურების თანამშრომლები კიევის მრჩეველებად მუშაობენ - „ბილდი“

1-ucxoeti-sotrudnikiსაქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. გერმანულმა გაზეთ „ბილდმა“ გამოაქვეყნა ცნობები იმის შესახებ, რომ ამერიკის სპეცსამსახურების თანამშრომლები კიევის ამჟამინდელი ხელისუფლების მრჩეველებად მუშაობენ.

გამოცემა ეყრდნობა გერმანიის თავდაცვის წრეებში არსებულ ინკოგნიტო წყაროს, რომელმაც ჟურნალისტებს აცნობა, რომ ცსს-სა და გფბ-ს აგენტები კიევს დახმარებას აღმოუჩენენ აღმოსავლეთ უკრაინაში გამოსვლების ჩახშობასა და უსაფრთხოების მოქმედი სტრუქტურების ფორმირებაში.

„ცსს-სა და გფბ-ს ათობით თანამშრომელი თეთრი სახლის დავალებით ეხმარება კიევის ახალ ხელისუფლებას აღმოსავლეთ უკრაინაში ამბოხების ჩახშობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ქმედუნარიანი სისტემის ჩამოყალიბებაში“, - წერს გამოცემა.