სამართალი
ბრუკინგსის ინსტიტუტში საჯარო გამოსვლისას ალასანიამ საქართველოს ნატოში და ევროკავშირში მომავალი გაწევრიანების საქმეში მიხეილ სააკაშვილის დამსახურება აღნიშნა

1brukings-samart-3საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის მეორე კვირა ბრუკინგსის ინსტიტუტში საჯარო გამოსვლით დაიწყო. თავის გამოსვლაში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატოში და ევროკავშირში საქართველოს მომავალი გაწევრიანების საქმეშიხეილ სააკაშვილის მიერ შეტანილ წვლილზეც ილაპარაკა.

„ბრუკინგსში სამ ძირითად საკითხს შევეხეთ. პირველი, ბუნებრივია, ეს არის ნატოში საქართველოს გაწევრიანება და რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა და ნატომ, რომ საქართველოსთვის სექტემბერში იყოს პოზიტიური და დადებითი შედეგი. ვისაუბრეთ, რომ საქართველო არის ძლიერი, დემოკრატიულად განვითარებული და სანდო პარტნიორი. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ საქართველომ ნატოში ახალი ინსტრუმენტი მიიღოს. ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაზე, იმაზე, თუ რა დახმარება უნდა გაუწიოს აშშ-მა საქართველოს, როგორც პარტნიორმა, რომ მიიღოს ადეკვატური თავდაცვითი შესაძლებლობები. მესამე საკითხი - ბუნებრივია, ვისაუბრეთ უკრაინაზე, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს შესაბამის ვითარებაში, რათა მომავალი პრეზიდენტი სწრაფად შეუდგეს მუშაობას უკრაინაში.  ასევე, ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რასაც უკრაინელები დგამენ იმისთვის, რომ დააწყნარონ ვითარება აღმოსავლეთში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლის შემდეგ.