სამართალი
ალასანიამ სენატორებთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას შორის გამართული შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

1samart-2-senatorsსაქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ,  ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით, შეხვედრები გამართა აშშ-ის სენატის წარმომადგენლებთან.

აშშ-ის სენატის სამხედრო  კომიტეტის თავმჯდომარესთან  კარლ ლევინთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მას მადლობა გადაუხადა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მისურის შტატის სენატორ როი ბლანტთანაც გამართა შეხვედრა. ირაკლი ალასანიამ სენატორებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ  გაუსვა ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას შორის გამართული შეხვედრის მნიშვნელობას, რის შემდეგაც საქართველოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის პრეზიდენტ რიჩარდ ფონტეინს და ამერიკის სამეწარმეო ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტ დანიელა პლეტკას, რომელიც ინსტიტუტში საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის სფეროს კურირებს.