საზოგადოება
ფალსიფიცირებული „დედაენა“

dedaena3ახალგაზრდული მოძრაობა „არა“ სკოლებში იაკობ გოგობაშვილის „დედაენის“ სწავლების აღდგენას მოითხოვს.
ამასთან დაკავშირებით მოძრაობის წევრებმა დღეს ''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' ოფისში პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც პირველი კლასის სახელმძღვანელოები წარმოადგინეს. „ჩვენ შევისწავლეთ პირველ კლასელთათვის განკუთვნილი 7 სახელმძღვანელო, რომელთა მიხედვით სკოლაში თითქოსდა „დედაენას“ ასწავლიან. ამ სახელმძღვანელოების შინაარსს იაკობ გოგებაშვილის „დედაენასთან“ არანაირი მსგავსება არ აქვს. თუ გოგებაშვილის სწავლების ხერხემალია „გიყვარდეს მოყვასი შენი“, ამ წიგნებში საუბარია მხოლოდ მოსწავლის პირად კეთილდღეობაზე. ამასთან, წიგნებს აწერია „იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ მიხედვით“, რაც ავტორის იგნორირება და არაღიარებაა და კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა მოძრაობა "არას" ერთ-ერთმა ლიდერმა თიკო ნიბლოშვილმა.
ამასთან, ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელი არ ეთანხმება იმ შეხედულებას, რომ „დედაენის“ ორიგინალი თანამედროვე ქართულის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და აღნიშნავს, რომ „ის ისეთივე შეუცვლელია, როგორც შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.