საზოგადოება
“ევროპულ კავშირში უკრაინა მოკვდება! ევროპული დროშა უკრაინულს შეცვლის, და უკრაინა ნელ-ნელა მოკვდება, როგორც დღეს ჩვენი ქვეყანა კვდება!” - დეპუტატ ლორან ლუის გამოსვლა ბელგიის პარლამენტში

1-umret-saz-3საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. ბელგიის პარლამენტში გამოსვლის დროს დეპუტატმა ლორან ლუიმ უკრაინის ხალხს მიმართა გაფრთხილებით ევროკავშირის მიერ უკრაინის მომავალი გაძარცვის შესახებ, თუკი უკრაინელები ევროკავშირთან ასოციაციის ან, მითუმეტეს, ევროკავშირის წევრობის ხელმოწერას გადაწყვეტენ. მიმართვა ჩაწერილია 2014 წლის 16 თებერვალს, უკრაინაში ყველაზე სისხლიანი მოვლენების განვითარებამდე, რომლებმაც პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და ქვეყანაში ახლანდელი დაპირისპირების აფეთქება გამოიწვია.

“დღეს... უკრაინა ცოცხალია, საკუთარი დროშა აქვს, თავისი დროშა. ეკონომიკა გაიზრდება, თუ კარგი ლიდერები იქნებიან. ევროპულ კავშირში უკრაინა მოკვდება! ევროპული დროშა უკრაინულს შეცვლის, და უკრაინა ნელ-ნელა მოკვდება, როგორც დღეს ჩვენი ქვეყანა კვდება! უკრაინული კრიზისი კი ადრე თუ გვიან დამთავრდება. და ისეთი ქვეყანა, როგორიც არის ბელგია, რომელიც თითქმის 2 წელია ვერ გამოდის ინსტიტუციური კრიზისიდან, პოლიტიკური კრიზისიდან 2010 წლის არჩევნების შემდეგ, უკრაინაში სიტუაციის გაკრიტიკებას ბედავს. მაგრამ ეს უბრალოდ სასაცილოა!

ზოგიერთმა თქვენგანმა რუსეთის დემონიზების შესაძლებლობა გამოიყენა. რა თავხედობაა! ჩემი აზრით, ახლა იმ მდგომარეობაში არა ვართ, რომ რუსეთი ვაკრიტიკოთ და უკრაინას მმართველობის გაკვეთილები ჩავუტაროთ. თქვენ ყველანი, რომლებიც აგირჩიეს, მაგრამ შემდეგ ჩვენს ქვეყანას უღალატეთ, არადემოკრატიულ ევროპულ სტრუქტურებს საჯიჯგნად დაუთმეთ, თქვენ, ვინც პასუხს არ აგებთ იმაზე, რაც ევროპის ხალხებს დამართეს - ჩუმად უნდა იყოთ, და პარლამენტის ტრიბუნიდან ქედმაღლურად არ უნდა იტყუებოდეთ! პარლამენტის ზოგიერთი წევრი უკრაინელ პოლიტიკოსებს ბრალს სდებს, რომ ისინი - პუტინის მარიონეტები არიან. პფფფ! რა, პუტინის მარიონეტობა უარესია, ვიდრე ამერიკის, როტშილდების, ბილდერბერგების მარიონეტობა? ვფიქრობ, არა.

ევროპული პროექტი - აი, რა მირევს გულს. ჩვენ უფლება არ გვაქვს, უკრაინელებს ან რუსებს რამე ვურჩიოთ. ამ პარლამენტში ვერავინ მოითმენდა, უცებ უკრაინას გაკვეთილების ჩატარება რომ დაეწყო, როგორ უნდა გადავჭრათ ჩვენი პრობლემები, როგორ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა! მაგრამ უკრაინა და რუსეთი არ აძლევენ თავს ისეთი მოურიდებლობის უფლებას, როგორსაც თქვენ აძლევთ! თქვენ ხომ აქ დემოკრატიაზე ლაპარაკობთ, უკრაინაში მისი შეტანა გინდათ. მაგრამ თქვენთვის ერთადერთი რამის თქმა მსურს, ქალბატონებო და ბატონებო - ნუ მიძვრებით სხვის ბოსტანში!”.