საზოგადოება
როგორ ხოცავდნენ უკრაინელი ფაშისტები - სააკაშვილის მეგობრები - ოდესელებს პროფკავშირების სახლში (18 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის!)

1odesitiსაქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. პროფკავშირების სახლში ოდესაში ბევრი ადამიანი დახოცეს - 42-ზე მეტი. პროვოკატორებმა ხალხი შენობაში შეიტყუეს, სადაც მათი მოკვლა დაუსჯელად და მოწმეების გარეშე შეიძლებოდა. ხანძარი შენობის შიგნით არ ყოფილა - იყო დადგმა, რათა შემდეგ უკრაინის მოქალაქეთა მასობრივი განადგურება ხანძრისთვის დაებრალებინათ. თავდაპირველად მოედანზე კარვებისთვის ცეცხლის წაკიდება და შენობის ფონზე დიდი ფართობის ღია ალის ორგანიზება. ხალხს პროფკავშირების სახლის მასიურ შესასვლელ კარს აფარებენ. ფედერალიზმის მომხრეებს მოედანზე არ ჰქონდათ წინასწარ მომზადებული ბოთლები ცეცხლგამჩენი სითხით. მაშ საიდან გაჩნდა ხანძარი შენობის შიგნით? პირველ სართულზე კარს უკან დამალულ ადამიანებს მემარჯვენე სექტორის ბოევიკები დაესხნენ თავს, რომლებიც იქ ეგზეკუციის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იმყოფებოდნენ. პირველ სართულზე ადამიანები მთლიანად დაიწვნენ. ჯერ ერთ გასასვლელთან, მერე კი სამივესთან. მეხანძრეები მაშინ მივიდნენ, როცა მასიური შესასვლელი კარიც კი უკვე დამწვარი იყო.

შეხედეთ ფოტოებს - უკვე მიაქციეთ ყურადღება, რომ დაღუპულებს თავი და მხრის სარტყელი აქვთ დამწვარი? მკერდს ქვემოთ ტანსაცმელს ცეცხლი არ შეხებია - მათ ზემოდან ცეცხლგამჩენ სითხეს ასხამდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. შერჩება თუ არა სახეზე მზის სათვალე, როცა ადამიანი თავიდან ნაპალმის ჩამობერტყვას ცდილობს? დამწვარი მტევნებიც აქედან არის.

ამ ფოტოზე, ისევე როგორც წინა ფოტოებზე, იატაკზე უცნაური თეთრი ლაქებია. ეს ცეცხლმაქრობების ფხვნილია. მათ დამსჯელები მას შემდეგ იყენებდნენ, როცა ადამიანები იღუპებოდნენ - რათა თვითონაც არ დამწვარიყვნენ ან მხუთავი აირით არ გაგუდულიყვნენ.

ჭაბუკი და ყმაწვილი ქალი. ისინი არ დამწვარან და არ გაგუდულან - პარკეტზე ღია ცეცხლის კვალი არ არის (ის 50 წლისაა და ჩალასავით აბრიალდებოდა), კედლებზე კი - ჭვარტლი. ისინი სხვაგვარად დახოცეს... წელს ქვემოთ შიშველი ქალი ლიფტის შახტასთან. როგორც ჩანს, ის გააუპატიურეს, მერე კი თავზე ცეცხლგამჩენი სითხე დაასხეს და დაწვეს... თავში გასროლით მოკლულები. ფეხმძიმე თანამშრომელი ქალი. ის ელექტროსადენით დაახრჩვეს. წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა - იატაკზე გადმოვარდნილი ყვავილის ქოთანია. ისევ ის სურათი - დამწვარი თავები, მტევნები და მხრის სარტყელი, სხეულის დაუზიანებელი ქვედა ნაწილი. “უკრაინის პატრიოტის” სიხარული - ის თვითონ უთითებს მსხვერპლზე, მკვლელზე და დანაშაულის ადგილზე. მომავალი დედა და დედა-ოდესა მოკლულები არიან. უკრაინაც მოკლეს.

წყარო: http://frallik.livejournal.com/781599.html

1odesiti-1 1odesiti-2
1odesiti-3 1odesiti-4
1odesiti-5 1odesiti-6
1odesiti-7 1odesiti-8
1odesiti-9 1odesiti-10