პუბლიკაციები
საქართველოს დელეგაციამ კურსკში მონაწილეობა მიიღო ფორუმში “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”

1pobeda-obS-1-newსაქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საქართველოს რვაკაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ დიდი სამამულო ომის ვეტერანები, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ორშაბათს, 28 აპრილს თბილისიდან კურსკში გაემგზავრა, სადაც მონაწიეობა მიიღო მე-4 საერთაშორისო ისტორიულ კულტურულ ფორუმში “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”.

როგორც ნოვოსტი-გრუზიასდელეგაციის წევრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელმა ტარიელ გაგნიძემ განუცხადა, “კურსკში შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მემკვიდრეობითობის და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების თვალსაზრისით”.

“კურსკში ჩვენ ფაშისტი დამპყრობლებისაგან უკრაინის და ბელორუსიის გათავისუფლების და ლენინგრადის ბლოკადის მოხსნის 70 წლისთავს აღვნიშნავთ. ასეთი ფორუმები ზედიზედ უკვე რამდენიმე წელია ტარდება ყოფილი სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქში და ისინი ძალიან სასარგებლოა. ჩვენ ვიკრიბებით, ომის ხსოვნის შენარჩუნების საკითხებს და აქტუალურ პრობლემებს განვიხილავთ, ვლაპარაკობთ ისტორიაზე, ვეტერანები თავიანთ მოგონებებს გვიზიარებენ. ეს ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, რათა მათ იცოდნენ, რისთვის ღვრიდნენ ეს საპატიო ადამიანები სისხლს, იბრძოდნენ და ომობდნენ”, - განაცხადა ტარიელ გაგნიძემ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში სამი ვეტერანი იყო: 92 წლის ტარას ჩიჩქიტაძე, სნაიპერი, სტალინგრადის ბრძოლის მონაწილე, იბრძოდა ბელორუსიაში, უკრაინაში, პოლონეთში, ბესარაბიაში, რუმინეთში, აღმოსავლეთ პრუსიასა და გერმანიაში. ტარას ჩიჩქიტაძე ბერლინამდე მივიდა, სადაც 1945 წლის 9 მაისს გამარჯვების დღეს შეხვდა. კურსკში გაემგზავრნენ აგრეთვე 90 წლის შოთა ბუაძე, მეზენიტე არტილერისტი, კავკასიის ბრძოლის, პირველ უკრაინულ ფრონტზე, პოლონეთსა და გერმანიაში ბრძოლების მონაწილე, რომელიც გამარჯვების დღეს ბრესლაუში შეხვდა, სადაც გერმანული ციხესიმაგრე ბოლო დღემდე იცავდა თავს, და 87 წლის სერგო მირზოიანი, რომელიც ფრონტზე 16 წლისა წავიდა, კავშირგაბმულობის ჯარებში მსახურობდა და ბელორუსიაში, უკრაინაში და აღმოსავლეთ პრუსიაში იბრძოდა.