სამართალი
ლაშა ამირეჯიბი შსს-ს ჩინოსნების მხილებას იწყებს
1amirejibi-samart-2საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. „სახალხო კრების“ წევრი ლაშა ამირეჯიბი ქვემო ქართლში, კერძოდ, ძალოვან უწყებაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და „პრაიმერთან“ შინაგან საქმეთა მინისტრის, პირველი მოადგილის შესახებ კომენტარს აკეთებს:
აფერუმ თქვენს კაცობასა და პროფესიონალიზმს ბატონო გიორგი! ცნობილი გახდა, რომ ქვემო ქართლის „სუს“-ის უფროსმა ვანო ბეგაშვილმა, მეტსახელად „სტეკლომ“ რუსთავის „სუს“-ი ჩააბარა ლევან უბილავას, რომელიც მარნეულის რაიონის „სუს“-ის უფროსობიდან დაითხოვეს. კანონით კი, უნდა დაეპატიმრებინად კიდეც… გიორგი ზედელაშვილის გარდა, ყველამ კარგად გაიგო მარნეულის რაიონის მოსახლეობის დღემდე მოუშუშებელი ჭრილობების ამბავი, რომელიც ლევან უბილავამ რაიონში მუშაობის დროს მოსახლეობას მიაყენა. ის ხალხს აწამებდა, ფიზიკურად უსწორდებოდა, ბიზნესს ატერორებდა, არ ინდობდა მშვიდობიან მომიტინგეებს, ცემით კლავდა. ზოგ შემთხვევაში, მათ შვილებზე და ოჯახის წევრებზეც იყრიდა ჯავრს. მართალია, ხელისუფლება შეიცვალა, ბევრი ითქვა მის ჭუჭყიან და ბინძურ საქმეებზე, საჩივრებიც დაიწერა პროკურატურაში, მაგრამ, ამაოდ!” – აცხადებს ლაშა ამირეჯიბი. „სახალხო კრების“ წევრი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს მედიის საშუალებით გაფრთხილებას აძლევს და ახალ თემებსაც აანონსებს: ბატონო გიორგი, ლევან უბილავას დანიშვნით, თუ კი ეს ამბავი დადასტურდა, თქვენ პრესით მიიღებთ თქვენი თანამშრომლების ბინძური წარსულის ბიოგრაფიას.არამგონია თქვენს ზემდგომებს მოეწონოდ ეგ ამბავი. პირველი იქნება სამცხე-ჯავახეთის „სუს“-ის უფროსი დავით ლომიძის ისტორია და შემდეგ დანარჩენების. სისხლში ამოსვრილი კოლეგების ამბავს, საზოგადოება ძალიან მალე შეიტყობს!“