უცხოეთი
სლავიანსკის შტურმი: თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს

1slaviansk-ucx-3საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფებმა პარასკევს დილით სლავიანსკის შტურმი დაიწყეს. ამის შესახებ დონბასის თავდაცვის ძალები იუწყებიან.

„ერთი საათის წინ დაიწყო შტურმი. ცეცხლი გახსნეს სახმელეთო ქვედანაყოფებმა და ავიაციამ“, - აცნობა „ინტერფაქსს“ ქალაქის თავდაცვის ძალების შტაბის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ფორმირებებმა ქალაქს მასობრივად შეუტიეს.

„მასობრივი შეტევა განხორციელდა ყველა ბლოკპოსტზე ქალაქის პერიმეტრში. ამასთან, გამოყენებულია შვეულმფრენები. ჩვენ ქალაქში გავუშვით სპეციალური სირენა, რათა მცხოვრებლებს შტურმის დაწყების შესახებ შევატყობინოთ“, - განუცხადა სააგენტოს მოსაუბრემ, რომლის თქმითაც, თავდაცვის ძალები ჯერჯერობით იძულებული არიან, ქალაქის სიღრმეში გადაინაცვლონ. ინფორმაცია დაჭრილებსა და დაღუპულებზე ჯერჯერობით არ არსებობს. ქალაქში  მობილური კავშირი  შეფერხებებით მუშაობს.

„ჩვენ ჩამოვაგდეთ თვითმფრინავი Ми-24, პილოტი დატყვევებულია“, - განაცხადა „სახალხო მერმა“ და სლავიანსკის თავდაცვის ლიდერმა ვიაჩესლავ პონომარიოვმა.

აღნიშნულის თაობაზე უკრაინის სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოები კომენტარს არ აკეთებენ.