საზოგადოება
"ენვერი" რუსულად თარგმნეს

enverსაქართველოში მოქმედ რუსეთის აგენტებზე სამაუწყებლო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული ფილმი "ენვერი" რუსულად ითარგმნა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" აქვეყნებს. გამოცემის შეფასებით, ფილმი საკმაოდ დამაჯერებელი გამოვიდა. "მიუხედავად ზედმეტი და ხშირად სიმართლესთან შეუსაბამო მხატვრული დეტალებისა, რიგითი მაყურებლისთვის ფილმი საკმაოდ დამაჯერებელი გამოვიდა", - წერს გამოცემა. "ენვერი" "რუსთავი 2"-ის მაყურებელმა 5 ნოემბერს იხილა. ფილმში ასახულია 2006-2010 წლებში რუსი ჯაშუშების გაშიფვრისა და დაკავების დეტალები.