უცხოეთი
საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. დონეცკში პროკურატურის შტურმისას 26 ადამიანი დაზარალდა, მათგან 2 ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის დროებითი საიტი იუწყება.
დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ამ მოვლენის ყველა მონაწილე, რომელმაც ექიმს მიმართა, ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ძირითადად, ნეიროქირურგიულ და ტრავმატოლოგიურ განყოფილებებში მოათავსეს. დახმარების აღმოჩენის შემდეგ 24 ადამიანი ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს.26 დაზარალებულიდან ოთხმა ჭრილობები მიიღო ცეცხლსასროლი და ტრავმატული იარაღებიდან. საავადმყოფოში დარჩა 2 პაციენტი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი ბრიგადა მუშაობდა.
1 მაისს ფედერალიზაციის მომხრეებმა ალყა შემოარტყეს ქალაქის პორკურატურას დონეცკში. შენობის მახლობლად ათასამდე აქტივისტი შეიკრიბა. იუწყებოდნენ, რომ შემთხვევის ადგილზე აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა. სამართალდამცველებმა მოქალაქეთა შეჩერება სცადეს, თუმცა შემდეგ პოზიციები დათმეს. მილიციელებმა ნებაყოფლობით ჩააბარეს ფარები და ხელკეტები. ისინი კი, ვინც ეს არ მოიმოქმედა, აქტივისტებმა განაიარაღეს. შტურმის შემდეგ შენობაზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა აღმართეს.