უცხოეთი
ყოველი მეხუთე სტუდენტი აშშ-ში სექსუალური ძალადობის მსხვერპლია

1studentkaსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. როგორც Usa Today იუწყება, ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა წარმოადგინოს თეთრი სახლის მოხსენება სექსუალური ძალადობისგან მოსწავლეთა დაცვის შესახებ.

„კოლეჯებმა და უნივერსიტეტებმა სექსუალური ძალადობის ფაქტებს თვალი უნდა გაუწორონ. აზრი აღარ აქვს თვალის დახუჭვას და თავის მოკატუნებას, რომ ეს არ არსებობს“, - განაცხადა ბაიდენმა.

სექსუალური ძალადობის საკითხი სასწავლო დაწესებულებებში დიდი ხანია „მტკივნეულ თემად“ იქცა კოლეჯებისა დ აუნივერსიტეტების ხელმძღვანელებისთვის. თითქმის ყოველი მეხუთე ქალიშვილი გაუპატიურების ანდა მისი მცდელობის მსხვერპლი ხდება. ამასთან, სექსუალური ხასიათის ძალადობას ექვემდებარება ყოველი 16-დან 1 მამაკაცი. ასეთ მონაცემებს შეიცავს კვლევები, რომლებიც იუსტიციის ნაციონალური ინსტიტუტის შეკვეთით ჩატარდა.