სამართალი
მღვდელმონაზონი ბასილ ანთაძე: „ამ კანონით მამათმავლებს ეძლევათ უფლება, თავისუფლად იმუშაონ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში“

1parlaსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მართლმადიდებლები ამ კანონს არ დაემორჩილებიან. ამის შესახებ ძალაანთხევის წმინდა ბასილი დიდის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა ბასილი ანთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტს ამ კანონპროექტით მომაკვდინებელი ცოდვის დაკანონება სურს.

ამ კანონით მამათმავლებს ეძლევათ უფლება, თავისუფლად იმუშაონ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. არ არის ძნელი წარმოსადგენი, თუ რას ასწავლიან ისინი ბავშვებს თავიანთი სიტყვით და მაგალითით", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე მღვდელმონაზონმა.

მისივე თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონი ეწინააღმდეგება ღვთის მცნებებს და ამ კანონის მიღებით პარლამენტი წინ აღუდგება ღმერთს. მამა ბასილის განმარტებით, მართლმადიდებლებმა ღვთის მცნების საწინააღმდეგო კანონი არ უნდა შეასრულონ. ამდენად, ისინი სამშვიდობო გამოსვლებით გააპროტესტებენ ამ კანონის ამოქმედებას.