უცხოეთი
„ჩვენ არ შეგვეძლო გვყვარებოდა სსრკ, მაგრამ არც მისი იგნორირება შეგვეძლო“, - ასკვნის ბიუკენენი. მისი აზრით, აშშ-ისა და დასავლეთის ლიდერების პროგნოზირებადი ნაბიჯები დარტყმის ქვეშ აყენებს ევროპელების უსაფრთხოებას და შეუძლია სერიოზულად დააზარალოს „დიდი შვიდიანის“ ეკონომიკა.
ბიუკენენის აზრით, პოლონეთსა და ჩეხეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ობიექტების განთავსების გეგმებისკენ დაბრუნებაზე რუსეთს შეუძლია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისკენ მიმართული მცირე რადიუსის მოქმედების ასობით რაკეტის დაყენებით უპასუხოს, რის შედეგადაც მსოფლიო 1987 წლის მდგომარეობას დაუბრუნდება, როცა ამერიკელებმა ევროპიდან - „პერშინგები“, ხოლო სსრკ-მ რაკეტები “cc-20” აიღო.
ბიუკენენი იხსენებს ჰენრი კისინჯერის სიტყვებსაც: „პუტინის დემონიზაცია პოლიტიკა არ არის. ეს მისი არარსებობის გამართლების მცდელობაა“. პუბლიცისტის აზრით, თუ ობამა ნამდვილად მოწიფული ლიდერია, იგი უნდა შეეგუოს იმას, რისი აღკვეთაც არ ძალუძს და მიხვდეს, რომ ნატოს გაფართოება შეცდომა იყო.