უცხოეთი
საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. სომხეთის ნაციონალური კრების (პარლამენტის) სპიკერად სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გალუსტ სააკიანი აირჩიეს.
სომხეთის ნაციონალური კრების სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 13 აპრილს ამ პოსტზე მყოფი ოვიკ აბრამიანი პრეზიდენტის ბრძანებით მთავრობის ხელმძღვანელად დაინიშნა. წინა პრემიერ მინისტრი ტიგრან სარქისიანი, რომელიც მთავრობას 2008 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა, 3 აპრილს გადადგა. ხოლო მეორე დღეს პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მთავრობის გადადგომაც მიიღო.