სამართალი
შსს-მ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით ერაყის კიდევ ორი მოქალაქე დააკავა

1erayi-sam-3საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტთან დაკავშირებით ერაყის კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით).