რელიგია
დედა პარასკევას სამთავროს მონასტერი „დაატოვებინეს“

1deda-paraskevaსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. დედა პარასკევა სამთავროს მონასტრიდან „გაუშვეს“. for.ge-ს ინფორმაციით, სამთავროს მონასტრის ხელმძღვანელის დედა ქეთევანის გადაწყვეტილებით, დედა პარასკევას მონასტერი „დაატოვებინეს“. თუ რა გახდა მონასტრიდან დედა პარასკევას გაშვების მიზეზი, ამ დრომდე უცნობი რჩება.

სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად დედა პარასკევა თბილისში იმყოფება და მას სამთავროს მონასტერში მისვლა აუკრძალეს.

სანდო წყაროს ცნობით, სამთავროს მონასტრის დედები დედა პარასკევას მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან.

დედაოს მამა გაბრიელის კელიის გასაღები ჩამოართვეს, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა ჩაბარებული. ამას გარდა, დედაოს მოსთხოვეს, მამა გაბრიელის მოსასხამი და მამა გაბრიელის წმინდა სისხლი დაეთმო, რომელიც სინჯარაშია მოთავსებული. დედაოს მოსასხამი მამა გაბრიელმა პირადად უსახსოვრა და, რა თქმა უნდა, დედაო მას ვერ დათმობდა. როგორც გავიგეთ, პატრიარქს ამბავი მიუტანეს, რომ თითქოს დედა პარასკევა მამა გაბრიელის ლუსკუმასთან ისე დგას, რომ ხალხს მონასტერში შესვლაში ხელს უშლის, რაც დიდი სიცრუეა“, - ამბობს სამთავროს მონასტერში მიმდინარე პროცესების თვითმხილველი ქალბატონი.

დედა პარასკევა წლებია სამთავროს მონასტერში მსახურობს. წლების განმავლობაში, ის მამა გაბრიელის საფლავს უვლიდა და იქ მისულ ადამიანებს გულთბილად იღებდა.