რელიგია
საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 29 აპრილს, სასულიერო პირებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი განიხილებოდა.
კომიტეტის სხდომა არასაპარლამენტო ოპოზიციამაც დატოვა. ჯონდი ბაღათურია ამტკიცებს, რომ დეპუტატები დაშინებული არიან:
"დეპუტატები განიცდიან ზეწოლას, არიან დაშინებულები, შინაგანად გვეთანხმებიან, მაგრამ ჩვენს აზრს არ ისმენენ და მთლიანად გადართული არიან ლგბტ პირების არაადეკვატურ დაცვაზე. ეს უმრავლესობის უფლებების შელახვაა… ნუ დათესავთ ქარს, თორემ მოიმკით ქარიშხალს", – აღნიშნა ბაღათურიამ.