საზოგადოება
გენერალი ლევან კენჭაძე დუმილს არღვევს: ''სააკაშვილს ვცემე და სუფრიდან გავაგდე''

1mikheilსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. გენერალი ლევან კენჭაძე მრავალწლიან დუმილს არღვევს. იგი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" იხსენებს, რომ უზრდელობის გამო მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთ რესტორანში სცემა და სუფრიდან გააგდო. მისი დაპატიმრების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სააკაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა.

„ჩემს დაჭერას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთ სუფრაზე მიშა სააკაშვილი ვცემე და სუფრიდან გავაგდე! მაშინ პარლამენტის დეპუტატი იყო! უზრდელურად იქცეოდა სუფრაზე. მე მეგობართან ერთად მოგვიანებით მივედი სუფრაზე. იქ დამხვდნენ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭები, მათ შორის სააკაშვილი და დათო მუმლაძე, მერე იმერეთის გუბერნატორი რომ იყო. სააკაშვილს ღვინო დავუსხი და ხელები გამიშალა, ღვინოს ვიღა სვამსო, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ბევრად უფროსი ვარ და ცოტა ნასვამიც ვიყავი, მოვუთმინე, მაგრამ მაინც არ შეწყვიტა უზრდელობა. თეფშზე ყველაფერი ერთად გადაიღო – ლობიო, საცივი, მჟავე და თქვლეფა დაიწყო. ყელში ამომივიდა და სუფრიდან გავაგდე“, – ამბობს ლევან კენჭაძე.