უცხოეთი
წვრთნები შეწყდა. რუსეთის ჯარები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ - შოიგუ

1Dislokaciaსაქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ გამოიყენებს არმიას ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.

კიევის ხელისუფლების განცხადებისთანავე რუსეთის ჯარები თავისი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ რფ-ის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელა სერგეი შოიგუმ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჩაკ ჰეიგელთან საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ რფ-ის თავდაცვის სამინსიტროს პრესსამსახურისა და ინფორმაციის სამმართველო იტყობინება.

„როგორც კი უკრაინისხ ელისუფლებამ განაცხადა, რომ განზრახული არ აქვს რეგულარული სამხედრო ნაწილების გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რუსული ქვედანაყოფები მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდნენ“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.