უცხოეთი
ილჰამ ალიევმა ექსპრეზიდენტები სააკაშვილი და იუშჩენკო მიიღო

1ilhamსაქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოსა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო მიიღო, - იტყობინება აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალური საიტი. ექსპრეზიდენტები ბაქოში ღია საზოგადოებების მეორე გლობალური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.

ბაქოში დაიწყო ღია საზოგადოებების მეორე გლობალური ფორუმი, რომელიც დიასპორასთან მუშაობის სახელწიფო კომიტეტის, ნიზამი განჯელის ცენტრისა და მადრიდის კლუბის, ასევე, გაეროს, მეცნიერებისა და კულტურის მსოფლიო აკადემიისა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ორგანიზაციული მხარდაჭერით იმართება.

პრეზიდენტებთან შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ღია საზოგადოებათა მეორე გლობალურ ფორუმზე განსახილველ საკითხებს, აღინიშნა ფორუმის როლი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში.