უცხოეთი
კითხვის პასუხად, თუ როგორ აფასებს იგი იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანმა ხმა მისცა გაეროს გენასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და სამართლებრივად არ მიიჩნევს ყირიმის რეფერენდუმს, მაშინ, როცა სომხეთმა ხმა ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა და მხარი დაუჭირა რუსეთს, იაროშმა მიუგო: „ჩვენ ვემადლიერებით მეგობარ აზერბაიჯანს მხარდაჭერისთვის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის. რაც შეეხება სომხეთს, „მემარჯვენე სექტორი“ დაიმახსოვრებს მის პოზიციას ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით. უკრაინელებს, საერთოდ, კარგი მეხსიერება გვაქვს“.