უცხოეთი
საქართველოში უკრაინაში გასამგზავრებლად დაქირავებულთა „ვერბოვკა“ დაიწყეს

verbovkaსაქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. კიევის ხელისუფლებამ ქართველ ნაციონალისტებს რუსეთისა და ფედერალიზაციის მომხრეების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

„იზვესტიას“ ინფორმაციით, ფინეთში მყოფმა ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის ყოფილმა ხელმძღვანელმა გოჩა ბახიამ მოხალისეების შეკრების ორგანიზება მოახდინა უკრაინის ტერიტორიაზე პრორუსული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის. როგორც გამოცემას წყაროებმა აცნობეს საქართველოს პარლამენტიდან, რეკრუტერების „ვერბოვკა“ უპირატესად თბილისში ხორციელდება ადგილობრივ ნაციონალისტებს შორის.

მოხალისეთა დაფინანსება ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონისა“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით ხდება.