მართლმადიდებლობა ევროპისთვის ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშია და დასავლური ცივილიზაციისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს
საქართველო, 28 აპრილი,
საქინფორმი. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
კარლ ბილდტი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთი უარესობისკენ შეიცვალა. თუ სსრკ-ის დაშლიდან პირველი ათწლეულის განმავლობაში ის თავის შიდა და საგარეო პოლიტიკაში დასავლური ფასეულობების მიმდევრობის დემონსტრირებას ახდენდა და მოსახლეობაში მათ დანერგვას ლამობდა, რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მოსახლეობის ნებას დაჰყვა და ამგვარად დასავლეთის მკაცრ ოპოზიციად იქცა.
მინისტრის თქმით, პუტინი არა საყოველთაო, არამედ მართლმადიდებლური ფასეულობების მიმდევარია. სწორედ სირიელი მართლმადიდებლების განადგურებისგან დაცვის მისწრაფებით ხსნის იგი პუტინის მიერ ასადის რეჟიმის მხარდაჭერას, რომელიც „ქრისტიან ორთოდოქსებს“ მფარველობდა.
თუმცა, სწორედ მართლმადიდებლობა, რომელიც, ბილდტის აზრით, ისლამურ ფუნდამენტალიზმზე სახიფათოა, წარმოადგენს მთავარ საფრთხეს დასავლური ცივილიზაციისთვის, რადგან ცდილობს ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას და არ წაახალისებს გეებსა და ტრანსგენდერებს.