პუბლიკაციები
შოთა მურღულია - ქუთაისის მერობის კანდიდატი

murgulia-samart-3-analit-1საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი.
შოთა მურღულია დაიბადა 1979 წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისში.
2001 წელს დაამთავრა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტი
1999-2000 წლებში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა  გერმანიაში, ლუნებურგში , FH  Nordostniedersachsen-ის უმაღლეს სასწავლებელში.

2000 წლის  ივნისიდან 2001 წლის თებერვლის ჩათვლით იყო  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის სტაჟიორი.

2002-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრში კვლევისა და რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორად.

2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.

2002 – 2013 წლებში - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და  რობერტ ბოშის (შტუტგარტი, გერმანია) ფონდის ლექტორი. 2008 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს საქართველოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

2013 წლის ნოემბრიდან არის ქალაქ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.