საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი.
დავით ჯიქია დაიბადა 1981 წლის 7 სექტემბერს, ჩხოროწყუში.
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვის სპეციალობით. მინიჭებული აქვს ეკონომიკური ბაკალავრის ხარისხი მენეჯერის კვალიფიკაციით.
2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მართვის ფაკულტეტი. მინიჭებულიაქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2006 წელს დაამთავრა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ქალაქის ურბანული დაგეგმვისა და განვითარების ფაკულტეტი.
2003-2004 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანების დაცვის კავშირის“ ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის თავმჯდომარე;
2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში აგროსამრეწველო კომპლექსების მიწის რესურსებისა და კადასტრის სამსახურის წამყვან სპეციალისტად, საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროს სპეციალისტად, ასევე სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორად.
2007-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში - ქ. რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მთავარ სპეციალისტად.
2011-2012 წლებში იყო ქალაქ რუსთავის მერის ადმინისტრაციის უფროსი.
2013 წელს დაინიშნა ქალაქ რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებლად.
სხვადასხვა დროს გავლილი აქვს საჯარო ადმინისტრირების, რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის, სტრატეგიული მართვის სასწავლო კურსები.
მონაწილეობდა ქვემო ქართლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. იყო ქვემო ქართლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომისიის წევრი.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.