პუბლიკაციები
საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი.
გიორგი კოპაძე დაიბადა 1960 წლის 28 თებერვალს, ქალაქ ახალციხეში.
2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2014 წლის მარტიდან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორად, ახალციხის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ, ახალციხის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარედ, ახალციხის ქალაქვაჭრობის სასაწყობო მეურნეობის უფროსად, ახალციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის სანერგე მეურნეობის აგრონომად და ამავე ტექნიკუმის ბრიგადირად.
ფლობს რუსულ და სომხურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.