საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი.
ავთანდილ ნემსიწვერიძე დაიბადა 1961 წლის 28 აპრილს მცხეთაში.
1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმი პედიატრის სპეციალობით, 1995 წელს - სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურა. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
2013 წლიდან დღემდე იყო შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მცხეთის სამედიცინო ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი. 1988-2013 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა მცხეთის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ , რაიონის მთავარ პედიატრად, ექიმ-პედიატრად მცხეთის რაიონულ პოლიკლინიკაში, მცხეთის მრავალპროფილურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილების გამგედ, ექიმ პედიატრად „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოთა ქსელის მცხეთის სამედიცინო ცენტრში.
არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ფლობს რუსულ ენას.
ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.