უცხოეთი
საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის გამო. ქერიმ მოსკოვი იმაში დაადანაშაულა, რომ ის აფინანსებს და აიარაღებს სეპარატისტებს და აქეზებს არეულობების მოწყობისკენ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ჟენევის შეთანხმებიდან ერთი კვირის თავზე რუსეთს არაფერი მოუმოქმედებია რეგიონში სიტუაციის დეესკალაციისთვის.„შეთანხმების შესრულების თაობაზე სიტყვას მხოლოდ უკრაინა ასრულებს“, - განაცხადა მან.
„პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი არჩევანის წინაშე დგანან. თუ რუსეთი დეესკალაციის გზას აირჩევს, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას მიესალმება. თუკი ამას არ გააკეთებს, მსოფლიო უზრუნველყოფს იმას, რომ რუსეთს ეს უფრო ძვირი დაუჯდეს. როგორც პრეზიდენტმა ობამამ დაადასტურა, ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ“, - დასძინა ქერიმ.