უცხოეთი
მშვიდობისკენ იძულება

priuCenie-ucxx-2საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. რფ-ის თავდაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მკაცრი რეაგირება მოახდინა უკრაინელი ძალოვანების სპეცოპერაციაზე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ „სადამსჯელო ოპერაციის“ თაობაზე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარეობს და მის „შედეგებზე კიევის რეჟიმისთვის“, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ბრძანება გასცა, დაიწყოს დასავლეთი და სამხრეთი სამხედრო ოლქების სამხედრო ფორმირებათა წვრთნები, მათ შორის, ავიაციის გამოყენებით. უკრაიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ქვეყნის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაწევა მოითხოვა, თუმცა უკვე დღეს წვრთნები აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს. ნატოში ამას ჟენევის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ეს შეთანხმება უკვე დარღვეულია ოფიციალური კიევის მიერ და აღიშნავს, რომ „არმიის გამოყენება და თანაც, რადიკალ-ნაციონალისტებზე დაყრდნობით, ხალხის წინააღმდეგ, ძალადობის სრულებით მიუღებელ ფორმას წარმოადგენს“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ საუბარი რაღაც „სადამსჯელო ოპერაციებზე (კიევის მხრიდან. რედ) არაკორექტული და უპასუხისმგებლოა“.

„რუსული ჯარების კონცენტრაცია საზღვარზე და, მით უფრო, ტაქტიკური წვრთნების დაწყება ქვეყნის სამხრეთ-აღოსავლეთში კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის გააქტიურების პროვოცირებას ახდენს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვასილი ზვარიჩმა.

საგარეო უწყებამ წუხელ მოსკოვისგან მოითხოვა ორი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნების ჩატარების მიზნების თაობაზე განმარტებების წარდგენა, ხოლო უწყების ხელმძღვანელმა ანდრეი დეშიცამ უკვე განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები მზად არიან „რუსეთის ჯარებთან საბრძოლველად, თუკი ისინი უკრაინაში დაბრუნდებიან“.