საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს შორის გამართულ შეხვედრაზე საქართველო–ისრაელის ურთიერთთანამშრომლობისა და უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
Gideon-sazogad-1საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა ისტორიული უწოდეს გადაწყვეტილებას ორმხრივი უვიზო რეჟიმის შესახებ. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას, მათ შორის ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში, ასევე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ არსებულ შეთანხმებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილსა და გიდეონ საარს შორის გამართულ შეხვედრას ისრაელის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ნეთანიელ იზააკი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაესწრნენ.