უცხოეთი
ბრიტანული დაზვერვა კემერონს აფრთხილებს

mi-zar-2საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. ბრიტანეთის დაზვერვამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი გააფრთხილა, რომ არ ღირს ჯარების შეყვანა უკრაინაში, რადგან ამან, შესაძლოა, რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს.

„ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ არ ღირს მესამე მსოფლიო ომის დაწყება უკრაინის გამო“, - წერს Daily Mirror. ამასთან, Mi-6-სა და ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც უკრაინის მოვლენებს თვალყურს ადევნებენ, აფრთხილებენ, რომ კრიზისის ესკალაციას შედეგად შესაძლოა სამოქალაქო ომი მოჰყვეს.

მოვლენათა ასეთი განვითარების ფონზე აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილს, ბრიტანული სპეცსამსახურების აზრით, შეუძლია დამოუკიდებლობა გამოაცხადოს და რუსეთს შეუერთდეს.